სასწავლო პროექტის მნიშვნელობა/აქტუალობა
ქალაქის თანამედროვე მოსწავლე ნაკლებად იცნობს ბუნებას. პროექტის განხორციელებით მონაწილენი დაამყარებენ გარკვეული სახის კონტაქტს მცენარეულ სამყაროსთან.
პროექტი საშუალებას მისცემს VII კლასის მოსწავლეებს ჩაატარონ დამოუკიდებელი დაკვირვება გარემომცველ ბუნებაზე.
პროექტის მიზნები
- აწარმოოს მოსწავლემ ინდივიდუალური დაკვირვება მცენარეებზე;
- დაადგინოს მისი სახელი მშობლების, მეზობლების, მასწავლებლის დახმარებით;
- გაარკვიოს მცენარის სისტემატიკური ადგილი;
- მოიძიოს ინფორმაცია მათ სამეურნეო ან სამკურნალო დანიშნულებაზე. პროექტის შესატყვისობა ეროვნულ გეგმასთან
სამიზნე ჯგუფი–ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის VII კლასი.
პროექტში მონაწილეთა ასაკი–12–13წწ.– მოსწავლები.
პროექტის ხანგრძლივობა–2 კვირა.
პროექტის მსვლელობა.
- მოსწავლეებისთვის საპროექტო წინადადებისა და პროექტის გეგმის გაცნობა.
- საცხოვრებელ გარემოსთან არსებულ მცენარეებზე დაკვირვება;
- ფოტომასალის მოგროვება;
- მცენარეთა სახელების დადგენა მშობლების, მეზობლების და მასწავლებლის დახმარებით;
- მცენარეთა სისტემატიკური ადგილის დადგენა ლიტერატურისა და მასწავლებლის დახმარებით;
- ინფორმაციის მოძიება მცენარეთა სამეურნეო, სამკურნალო და სხვა სახის გამოყენების შსახებ(ხალხური სამკურნალო რეცეპტები);
- პოსტერების გაფორმება;
- პრეზენტაცია;
- პოსტერების გამოფენა. მისაღწევი შდეგები:
- · წარმოადგენს ორგანიზმთა ერთი და იმავე სიმრავლის დაჯგუფების რამდენიმე გზას, მის მიერ შერჩეული კრიტერიუმების მიხედვით. ხსნის ამა თუ იმ ჯგუფის გამოყოფის მიზეზს, აკეთებს პრეზენტაციას
- მოიპოვებს მასალას ადგილობრივ გარემოში მცენარეთა მრავალფეროვნების შესახებ და ანაწილებს შესაბამის ტაქსონომიურ ერთეულებში დამახასიათებელი ნიშნების მიხედვით (მაგ., ნაძვი, ფიჭვი, ცაცხვი - მცენარეთა სამეფო, შესაბამისად შიშველ ან ფარულთესლოვანი).შეფასების კრიტერიუმები: საპროექტო გეგმის შესრულება; მასალის წარმოდგენა თითოეული პუნქტის მიხედვით;პოსტერის გაფორმების ხარისხი; პრეზენტაციისთვის საჭირო უნარები.
No comments:
Post a Comment